სენატორები მმართველ უმრავლესობას მოუწოდებენ, გადახედოს კანონპროექტის გატანის საკითხს. ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია წერს.
როგორც გამოცემა იტყობინება, კანონპროექტთან და მის გასაპროტესტებლად გამოსული მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გააკეთეს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატორმა ჯინ შაჰინმა; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა; სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა; სენატის უმრავლესობის მდივანმა სენატორმა დიკ დურბინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა პიტ რიკეტსმა.
„ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობის გასაპროტესტებლად, ნათლად ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თავს ესხმის საქართველოში დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“, - განაცხადეს სენატორებმა.
„თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, მის საზიანო შედეგებზე პასუხისმგებელი ცალსახად მმართველ პარტია იქნება, რომელმაც უარი თქვა შეესრულებინა საკუთარი ვალდებულება და ეკონომიკური და უსაფრთხოების მისწრაფებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დასავლეთთან მიმართებაში. ეს კანონი მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკური საზოგადოებიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ სურს გაწევრიანება.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელი კანონპროექტის გატანას, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მარცხი მათ დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს საშუალება მის მოქალაქეებს გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი - ეს არის ძირითადი უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს ნებისმიერ დემოკრატიაში”, - აცხადებენ ისინი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი