მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი თვითიზოლაციაშია

5e65e5d7229ca
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.20 10:53
848
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი თვითიზოლაციაში იქნება. ეს გადაწყვეტილება სენატორმა მას შემდეგ მიიღო, რაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში (Conservative Political Action Conference (CPAC)) ინფიცირებულთან ჰქონდა კომუნიკაცია. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტედ კრუზის განმარტებით, მას სიმპტომები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს.

მედიკოსების შეფასებით, მისი დაინფიცირების შანსი ძალიან დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად 14-დღიანი პერიოდის ამოწურვამდე ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში დარჩება.

”მედიკოსებმა მკაფიოდ მირჩიეს, რომ დავემორჩილო დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციას და ვურჩევ ყველას, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა ჩემთან ბოლო 10 დღის განმავლობაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს“, - თქვა კრუზმა.