10.სექტემბერი .2019 12:14

ამერიკელმა პროკურორებმა Google-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

views 117
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების 50-მა პროკურორმა Google-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.


როგორც გავლენიანი გამოცემები იტყობინებიან, პროკურორებს ეჭვი აქვთ, რომ კონცერნი მონოპოლიას ახორციელებს. კერძოდ, საუბარია სარეკლამო და საძიებო სისტემებზე ამერიკული ბაზრების მასშტაბით.


50 პროკურორმა გამოძიების წარმოების შესახებ, ვაშინგტონში აშშ-ის უზენაეს სასამართლოს უკვე აცნობეს.