მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის ელჩი: „ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია, დიდი პოტენციალით“

5f0da24226e56
ინგა მურუსიძე
14.07.20 20:20
1078
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

როგორც BM.GE-ს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ეკონომიკის სტიმულირებისა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

„ამერიკის ელჩთან შეხვედრისას განვიხილეთ, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ის კონკრეტული პროგრამები, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომლებიც აქტუალურია პანდემიის ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩის მოღვაწეობით კიდევ უფრო გამყარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარა კორონავირუსის პირობებში, დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ტურისტების დაინტერესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ როგორც COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებზე და ეკონომიკური რეაბილიტაციის გზებზე, ასევე იმ პოზიტიურ და ამბიციურ გეგმებზე, რაც საქართველოსთან, კერძოდ კი აჭარასთან მიმართებაში გვაქვს დასახული. ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია, დიდი პოტენციალით. ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაგეგმილი აჭარის რეგიონთან მიმართებაში.

მადლობას მოვახსენებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ მხარდაჭერისთვის. სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ამერიკული ხომალდის "პორტერის“ ვიზიტი ბათუმში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის უპირობო მხარდაჭერას და თანამშრომლობას სამხედრო და საზღვაო მიმართულებით. მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველო-აშშ თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე საქართველოსა და ნატო-ს კავშირების გაძლიერების კუთხით“, - განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.