კორონავირუსის პანდემია და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები - ეს ის ორი ძირითადი მიზეზია, რასაც ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საინვესტიციო გარემოს მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ასახელებს.
როგორც BM.GE-თან ირაკლი ბაიდაშვილი აცხადებს, დღეს საინვესტიციო გარემო რთულია როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. მისი თქმით, ამერიკის სავაჭრო პალატა სპეციალური პროგრამის ამოქმედებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებთან შეხვედრები ჩაინიშნება და საქართველოს საინვესტიციო გარემოზე იქნება მსჯელობა.
“საინვესტიციო გარემო დღეს ძალიან რთულია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ცოტა ხნის წინ საუბარი ძალიან მაღალი დონის ამერიკული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან მქონდა და იგივე სიტუაციაა იქაც, მათ შორის შიდა ინვესტირებაში. რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზებია, კოვიდი და მისი ზეგავლენა და ასევე ჩვენი რეგიონისთვის ძალიან დიდი უარყოფითი ზეგავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს. ეს ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციური ინვესტორის საბოლოო გადაწყვეტილებაზე - რომელ ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიცია. ამერიკის სავაჭრო პალატა ვგეგმავთ, რომ სპეციალური პროგრამა შევიმუშაოთ, გავემგზავროთ და გავესაუბროთ პოტენციურ ინვესტორებს და დავარწმუნოთ ისინი, რომ საქართველო და ქართული ბიზნესი კეთილსაიმედო პარტნიორია ნებისმიერი პირობების შემთხვევაში”, - ამბობს ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ირაკლი ბაიდაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი