25.სექტემბერი .2022 00:00

ამერიკის ყველაზე იაფი და ძვირად ღირებული შტატები სახლის შესაძენად - 2022 წლის რეიტინგი

ამერიკის ყველაზე იაფი და ძვირად ღირებული შტატები სახლის შესაძენად - 2022 წლის რეიტინგი
views 5162
უკან

CNBC homebuyer.com-ზე დაყრდნობით, აშშ-ში სახლის შესაძენად ყველაზე იაფი და ძვირად ღირებული შტატების რეიტინგს აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია თითოეული შტატის მონაცემები საშუალო შემოსავლისა და სახლების ფასების შესახებ. რეიტინგი შედგენილია იმის მიხედვით, შემოსავლის საშუალოდ რამდენი პროცენტია საჭირო ყოველთვიურად იპოთეკის ხარჯების გასასწორებლად.

ანგარიშის მიხედვით, წელს სახლის შესაძენად ყველაზე ძვირად ღირებულ ადგილად ჰავაი დასახელდა, სადაც სახლის საშუალო ფასი - $615,300-ია, ოჯახის საშუალო შემოსავალი - $99,800, იპოთეკის ყოველთვიური საშუალო გადასახადი კი - $2,923.36, რომელიც თითოეული ოჯახის საშუალო შემოსავლის 35.15%-ს შეადგენს.

სწორედ ამ მონაცემების მიხედვით, ჰავაი უძრავი ქონების შესაძენად წელს ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომ ადგილად მიიჩნევა. თუმცა, ამის მიუხედავად, homebuyer.com-ის კვლევის მიხედვით, კუნძულზე დიდი მოთხოვნაა როგორც დამსვენებლების, ისე ადგილობრივების მხრიდან.

ანგარიშის მიხედვით, ჰავაის მოჰყვება კალიფორნია, ორეგონი, ვაშინგტონი და ხუთეულს კოლორადო ასრულებს.

რეიტინგში კალიფორნია მეორე ადგილზეა, რაც ლოგიკურია, რადგან ის ამერიკაში სიდიდით მეორე შტატია და ამასთან, ყველაზე დასახლებულიც. კალიფორნიაში სახლის საშუალო ფასი $505,000-ია, ხოლო იპოთეკის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი $2,399.32-ს შეადგენს.

მესამე ყველაზე ძვირად ღირებული შტატია ორეგონი, სადაც სახლი საშუალოდ $312 000-ზე ოდნავ მეტი ღირს. homebuyer.com-ის მიხედვით, სახლის ყიდვას ოჯახის საშუალო შემოსავლის 21,92% სჭირდება და ყოველთვიური იპოთეკური ხარჯი $1,483.30-ს აღწევს.

ამის საპირისპიროდ, ირკვევა, რომ 2022 წელს სახლის შეძენა ყველაზე იაფი აიოვას შტატშია. უძრავი ქონების საშუალო ფასი აქ $147,800-ია, თითოეული ოჯახის საშუალო შემოსავალი კი $79,500. ყოველთვიური იპოთეკის ხარჯი აიოვაში $702-ს შეადგენს, რაც ოჯახების ყოველთვიური შემოსავლის 10.6%-ს იკავებს. შტატში უმსხვილესი საბინაო ბაზრები მოიცავს Des Moines-ს, Iowa City-ს და Cedar Rapids-ს.

აშშ-ის სახლის შესაძენად ყველაზე ხელმისაწვდომი შტატების რეიტინგი ასეთია: აიოვა, ინდიანა, ოჰაიო, ნებრასკა, კანზასი, მისისიპი, დასავლეთ ვირჯინია, ოკლაჰომა, მიჩიგანი და არკანზასი.

უფრო კონკრეტულად რეიტინგში მეორე ადგილზეა ინდიანა, სადაც სახლის საშუალო ფასი $141,700-ია და სავარაუდო ყოველთვიური იპოთეკური ხარჯი 670$-ზე მეტი. შტატის უდიდესი ქალაქებია ინდიანაპოლისი, ფორტ-უეინი და ბლუმინგტონი. აღსანიშნავია ასევე, რომ ინდიანაში თავს შემდეგი უნივერსიტეტები იყრის: Purdue, Ball State და Indiana University.

პირველ სამეულს ოჰაიო ასრულებს. აქ უძრავი ქონების საშუალო ფასი $145,700-ს, ხოლო ყოველთვიური იპოთეკური სესხი $692.24-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა