ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო გაიყიდება, - ამის შესახებ bm.ge-ს ღვინის კომპანია Best Georgian Wines-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ბერიკაშვილმა განუცხადა.
ამ ეტაპზე აშშ-ის ორ - კანადასა და გერმანიაში მდებარე სამხედრო ბაზებზე იგეგმება ღვინის განთავსება. მისივე თქმით, სასტარტო ეტაპზე ბაზებზე 600-600 ბოთლ ქართული ღვინოს გაგზავნიან, თუმცა ვარაუდობენ, რომ მომავალში როგორც - ღვინის მოცულობა გაიზრდება, ისე იმ სამხედრო ბაზების, სადაც ქართული ღვინო განთავსდება.
„ამერიკული ბაზარი ღვინის მოხმარებით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია და მათი დაინტერესება ქართული ღვინით ისედაც ყოველწლიურად იზრდება, თუმცა შეიარაღებული ძალები სერიოზულად ჩაკეტილია და მათთან კავშირი ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ უკვე მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომ ჩვენთან ურთიერთობას იწყებენ. მოსაგვარებელი მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხები რჩება.
ასევე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს თავიანთ სამხედრო ბაზებზე აქვთ როგორც სუპერმარკეტები, ისე რესტორნები, ბარები და ა.შ. ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ, ჯერჯერობით, ორ სამხედრო ბაზაზე მდებარე მაღაზიებში განთავსდეს ჩვენი პროდუქცია. ეს იქნება პირველი ქართული პროდუქტი, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შევა. ჩვენ ვაწარმოებთ 12 დასახელების ღვინოს, თუმცა ამ ეტაპზე ამერიკულ ბაზებზე შევიტანთ რამდენიმე დასახელებას: "წინანდალი“, "მწვანე“, მუხის კანში დაძველებული „საფერავი“ და ქვევრის "რქაწითელი“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
ბიზნესმენის გათვლებით, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო წლის ბოლომდე განთავსდება. კომპანია პარტნიორებს ბოთლ ღვინოს საშუალოდ 7-8 დოლარად მიაწვდის.
ინფორმაციისთვის: ღვინის კომპანია Best Georgian Wines (BGW) 2012 წელსაა დაარსებული.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის