მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო გაიყიდება

5f452bf23ae2e
ინგა მურუსიძე
26.08.20 00:00
4930
ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო გაიყიდება, -  ამის შესახებ bm.ge-ს ღვინის კომპანია Best Georgian Wines-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ბერიკაშვილმა განუცხადა.

ამ ეტაპზე აშშ-ის ორ - კანადასა და გერმანიაში მდებარე სამხედრო ბაზებზე იგეგმება ღვინის განთავსება. მისივე თქმით, სასტარტო ეტაპზე ბაზებზე 600-600 ბოთლ ქართული ღვინოს გაგზავნიან, თუმცა ვარაუდობენ, რომ მომავალში როგორც - ღვინის მოცულობა გაიზრდება, ისე იმ სამხედრო ბაზების, სადაც ქართული ღვინო განთავსდება.

„ამერიკული ბაზარი ღვინის მოხმარებით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია და მათი დაინტერესება ქართული ღვინით ისედაც ყოველწლიურად იზრდება, თუმცა შეიარაღებული ძალები სერიოზულად ჩაკეტილია და მათთან კავშირი ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ უკვე მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომ ჩვენთან ურთიერთობას იწყებენ. მოსაგვარებელი მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხები რჩება.

ასევე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს თავიანთ სამხედრო ბაზებზე აქვთ როგორც სუპერმარკეტები, ისე რესტორნები, ბარები და ა.შ. ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ, ჯერჯერობით, ორ სამხედრო ბაზაზე მდებარე მაღაზიებში განთავსდეს ჩვენი პროდუქცია. ეს იქნება პირველი ქართული პროდუქტი, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შევა. ჩვენ ვაწარმოებთ 12 დასახელების ღვინოს, თუმცა ამ ეტაპზე ამერიკულ ბაზებზე შევიტანთ რამდენიმე დასახელებას: "წინანდალი“, "მწვანე“, მუხის კანში დაძველებული „საფერავი“ და ქვევრის "რქაწითელი“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

ბიზნესმენის გათვლებით, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო წლის ბოლომდე განთავსდება. კომპანია პარტნიორებს ბოთლ ღვინოს საშუალოდ 7-8 დოლარად მიაწვდის. 

ინფორმაციისთვის: ღვინის კომპანია Best Georgian Wines (BGW) 2012 წელსაა დაარსებული.