მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული გავლენა აზიის საფონდო ბირჟებზე

5d8d93c362cd7
მიხეილ ხაჩიძე
27.09.19 21:30
959
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებამ აზიის საფონდო ბირჟების უმეტეს ნაწილზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა.

პარასკევის ვაჭრობისას, Nikkei 225-ის ინდექსი 1,2 პროცენტით დაეცა და 21,780 პუნქტი განისაზღვრა. Topix-Index–ს კი 1,8%-იანი ვარდნა ჰქონდა, 1598 პუნქტზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ აზიის სავალუტო ვაჭრობაში, დოლარმა იაპონური ვალუტის მიმართ 0,1 პროცენტი დაკარგა და 107,72 იენი შეადგინა.

შეგახსენებთ, ნეგატიური განწყობა მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე რეაქცია იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის განცხადებაზე, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების საკითხი დაანონსა.

საქმე ეხება 25 ივლისს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების საუბარს. თეთრი სახლის ლიდერს ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც პელოსი აცხადებს, არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც პრეზიდენტი. მისი თქმით, 25 ივლისს დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ ზელენსკისთან ამერიკის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.