26.ოქტომბერი .2020 21:50

ამერიკული IT კომპანია EPAM-ი საქართველოში 14 პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

views 4714
უკან

ამერიკული IT კომპანია EPAM-ი საქართველოში 14 პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ვაკანსიების უმრავლესობა დეველოპერებსა და ე.წ Java ინჟინრების პოზიციებს ეხება. ინფორმაციას Bm.ge-ს ინგლისურენოვანი გამოცემა ავრცელებს.

შეგახსენებთ, დაახლოებით ორი კვირის წინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული IT კომპანია EPAM შემოდიოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საქართველოში საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. შეღავათები ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას.

EPAM-ი მსხვილი ამერიკული IT კომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. მისი დამფუძნელები არიან არკადი დობკინი და ლეო ლოზნერი, რომლებმაც 1993 წელს დააარსეს აღნიშნული კომპანია. EPAM-ის გლობალური სათაო ოფისი ნიუ-ჯერსიში მდებარე თავად არკადი დობკინის სახლში მდებარეობს, ხოლო პროგრამული განვითარების ცენტრი ლეო ლოზნერის სახლში, რომელიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკშია.

კომპანიის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2012 წლის 8 თებერვლიდან ივაჭრება. კომპანიის საბაზრო ღირებულება $18, 94 მლრდ-ია.