მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული კომპანია Cargill-ი რუსული მარცვლეულის ექსპორტს გააჩერებს

642423b2c323e
მარიამ ვარადაშვილი
30.03.23 10:44
459
სურსათის მსხვილი ექსპორტიორი ამერიკული კომპანია Cargill-ი რუსული მარცვლეულის ექსპორტზე უარს ამბობს. როგორც Reuters წერს, ამერიკულმა კომპანიამ ექსპორტის შეწყვეტაზე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე შეატყობინა.

Cargill-ი რუსული მარცვლეულის გაყიდვას ექსპორტის ახალი სეზონის დაწყებისთანავე, პირველი ივლისიდან შეაჩერებს.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სააგენტოს განუცხადა, რომ კომპანიის გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს რუსული მარცვლეულის ექსპორტზე და ქვეყანა მარცვლეულის მსოფლიო ბაზრისთვის მიწოდებას გააგრძელებს. ამ ეტაპზე ამერიკული კომპანიის წარმომადგენლობა კომენტარს არ აკეთებს.

რუსული გამოცემა RBC წერს, რომ 2022-2023 წლის სეზონზე Cargill-ი ექსპორტზე 2.2 მლნ ტონა რუსულ მარცვლეულს გაიტანს, რაც რუსეთის მარცვლეულის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4%-ს შეადგენს.