მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული კომპანიების განცხადებით, ტრამპის მიერ WeChat-ზე ზეწოლის გამო ზარალდებიან - CNN

5f477a48a0f8a
ნათია თაქთაქიშვილი
27.08.20 14:00
837
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარა, რომლიც WeChat-ის და სხვა ჩინური აპლიკაციების აკრძალვას უკავშირდება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხი გახდება იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ბაზარზე ოპერირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ასეთი ამერიკული კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Starbucks-ი, Walmart-ი და Nike-ი. კომპანიების განცხადებით, ისინი ჩინეთის ბაზარზე იმ მომხმარებლებს დაკარგავენ, რომლებიც WeChat-ით ახდენენ პროდუქციის შეკვეთას.

როგორც Walmart-ი აცხადებს, გასული წლის განმავლობაში გაყიდვების 30% სწორედ WeChat-ით შეკვეთილ პროდუქტებე მოდიოდა. 

Nike-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ პარკერი კი აღნიშნავს, რომ გაყიდვების დიდი ნაწილი ისეთ ციფრულ პლატფორმებზე მოდის, როგორიც არის Instagram, Tmall და WeChat.

გამოცემის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, კომპანიები დაარწმუნოს, რომ აპლიკაციის აკრძალვის შემთხვევაში მათ ბიზნესს ჩინეთში საფრთხე არ ემუქრება და არც გაყიდვები შეუმცირდებათ.

CNN-ი წერს, რომ WeChat-ს დღეში, დაახლოებით, 19 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ის კონტაქტის  ერთადერთ საშუალებას წამოადგენს ახლობლებს შორის ჩინეთსა და ამერიკაში, რადგან ჩინეთში დასავლეთში პოპულარული სოციალური პლატფორმები Facebook-ი და WhatsApp-ი დიდი ხანია აკრძალულია.