მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული სანქციები თურქეთს - რაზე ჩამოყალიბდა ტრამპი

5da568e522a13
მიხეილ ხაჩიძე
15.10.19 10:56
1065

"თუკი თურქეთი რამეს გააკეთებს, რასაც მე, ჩემი დიდი და ამოუცნობი სიბრძნით, ზღვარგადასულად მივიჩნევ, მთლიანად გავანადგურებ და აღმოვფხვრი თურქეთის ეკონომიკას (მე ეს უკვე გავაკეთე !)”, - ეს განცხადება შტატების პირველმა პირმა გასულ კვირას Twitter-ში გამოაქვეყნა.  



სიტყვებს კი, ახლა უკვე რეალური შედეგები მოჰყვა. თეთრი სახლის ლიდერმა სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო, ანკარასთვის სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, შტატების ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ თურქეთის თავდაცვის, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები შავ სიაში შეიყვანა. შეზღუდვებში მოხვედრილებს, შტატებში აქტივები გაეყინებათ და მათთან ყველა სახის ბიზნეს-ურთიერთობა აიკრძალება.

 

ამას გარდა, ტრამპის განკარგულებით, თურქეთის დესტაბილიზაციური ქმედებების გამო, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადები 50%-ით გაიზრდება. თურქეთთან  100 მილიარდი აშშ დოლარის სავაჭრო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება.  სამომავლოდ კი, შეზღუდვები ვიზების გაცემასაც შეეხება.



მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა თურქულ არმიას, აშშ-ის ჯარის გაყვანით გზა გაუხსნა, შტატების მთავრობამ ნატოს პარტნიორი შეჭრის შემდეგ რამდენჯერმე მკაცრად გააფრთხილა.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეზობელი თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, იქ სადაც ქურთების დასახლებებია, 9 ოქტომბერს შეიჭრა. სამხედრო ოპერაციებს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.