მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულისგან განსხვავებით აზიის საფონდო ბირჟებზე პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა

5e6754b3d34ea
ნათია თაქთაქიშვილი
10.03.20 13:05
936
ამერიკულისგან განსხვავებით, დღეს პირველად აზიის საფონდო ბირჟებზე პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს.

იაპონური Nikkei 225-ის ინდექსი სამშაბათის ვაჭრობის შემდეგ, 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო ავსტრალიის S&P/ASX 200-ის - 3.1%-ით. ავსტრალიის S&P/ASX 200-ის ინდექსისთვის ეს საუკეთესო მაჩვენებლია 2016 წლის შემდეგ. ჰონგ კონგის Hang Seng Index 2%-ით გაიზარდა, ხოლო შანხაის საფონდო ბირჟას 1.9%-იანი ზრდა ქონდა. საფონდო ბირჟაზე ძირითადად ავტომწარმოებლების აქციები ივაჭრებოდა.

რაც შეეხება აშშ-ს საფონდო ბირჟებს, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე სამრეწველო ინდექსი, Dow Jones-ი 7.79 პროცენტით დაეცა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა.

S&P 500 Index-ი, რომელიც აშშ-ის 500 ყველაზე მსხვილ კომპანიას აერთიანებს, 7.60 პროცენტით შემცირდა. კლება განიცადა ელექტრონული ბირჟის, Nasdaq Index-მაც, რომელიც 7.92 პროცენტით შემცირდა. S&P 500 Index-ისთვის და Nasdaq Index-ისთვის, ეს 2008 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვებელია.

ინდექსების ვარდნის გამო, ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა. მსგავსი ზომა ბოლოს 1997 წელს მიიღეს. საფონდო ბირჟებზე ინდექსების შემცირებას ნავთობის ფასების ვარდნას და კორონავირუს „კოვიდ-19“-ს უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ OPEC-ი 2020 წლის ბოლომდე დღიური მოპოვების 1.5 მილიონი ბარელით შემცირების ინიციატივით გამოვიდა, რის წინააღმდეგაც რუსეთი და ყაზახეთი წავიდნენ.