ამერიკულმა Fidelity Investments Inc.-მა, რომელიც მსოფლიოში აქტივების მართვის ერთ-ერთი უმსხვილესი ფონდია, 2020 წელს საქართველოს ბანკის მშობელი კომპანიის, Bank of Georgia PLC-ის 6.15%-იანი წილი შეიძინა. Fidelity Investments-ი, თავდაპირველად, ბანკის აქციონერთა რიგებში 2020 წლის მეორე კვარტალში გამოჩნდა და მას ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ბანკის 4.14% ეკუთვნოდა, მესამე კვარტლის ბოლოს მისი წილი 4.66%-მდე გაიზარდა, 2020 წლის 31 დეკემბრისთვის კი, ის "საქართველოს ბანკის" აქციათა 6.15%-იან პაკეტს ფლობდა.
ამჟამად აქციების ამ პაკეტის ღირებულება 28.72 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მთლიანად ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 467 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
საქართველოს ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მათი უმსხვილესი აქციონერების სია ასეთი იყო:
1 სს “საქართველოს კაპიტალი” - 19.90%;
2 Fidelity Investments - 6.15%;
3 Harding Loevner LP - 4.50%;
4 Van Eck Associates Corporation - 3.26%;
5 Dimensional Fund Advisors (DFA) LP - 3.04%
6 Prosperity Capital Management Ltd - 2.80%;
7 Norges Bank Investment Management 2.56%;
8 Standard Life Investments - 2.14%;
9 Vanguard Group Inc - 2.09%;
10 Firebird Management LLC - 1.83%.
Fidelity Investments Inc -ი 1946 წელს დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და საბროკერო კომპანიაა, ის ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 4.9 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს მართავს. მისი კლიენტები ფონდები აქტივების მმართველი კომპანიები არიან. შესაბამისად, Fidelity-ი შესაძლოა “საქართველოს ბანკის” აქციების შუამავალი მფლობელი იყოს და აქციათა ეს პაკეტი Fidelity-ის გავლით, სხვა მხარეს ეკუთვნოდეს.
ახალ აქციონერთა შორისაა, ასევე, Prosperity Capital Management-ი (2.8%-ით), რომელიც ინვესტიციებს ძირითადად რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ახორციელებს.
2020 წელს "საქართველოს ბანკის" წმინდა მოგება 57 მილიონი ლარი იყო. ბანკის წმინდა სასესხო პორტფელი 12.55 მილიარდი ლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი