მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულმა საგადასახადო გამოცემა "MNE Tax"-მა TPsolution-ის მმართველი პარტნიორის გელა ბარშოვის სტატია გამოაქვეყნა

5d7138a69a24b
BM.GE
05.09.19 20:17
2292
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „თიფი სოლუშენის“ (TPsolution) მმართველი პარტნიორი გელა ბარშოვი ცნობილი ამერიკული საგადასახადო გამოცემა “MNE Tax“-ის კონტრიბუტორი გახდა.

“MNE Tax”-მა გელა ბარშოვს გაუხსნა „Author Box” რომელიც საერთაშორისო დაბეგვრის (საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციები - „ტრანსფერ ფრაისინგი“ და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები) გლობალურად აღიარებული ექსპერტებისთვის არის განკუთვნილი.

“MNE Tax”-ზე უკვე გამოქვეყნდა TPsolution-ის მმართველი პარტნიორის სტატია სახელწოდებით „საქართველო-ევროპული ქვეყანა დაბალი გადასახადებით და ინვესტორებისთვის ბევრი შეთავაზებებით“.

ავტორის თქმით, სტატიის მიზანს აშშ-ში მოღვაწე პროფესიონალებისთვის საქართველოს საგადასახადო სისტემისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს.

BMG კომპანია TPsolution-ს მხარს უჭერს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის საკითხში. ამ მიმართულებით Forbes Georgia-ს და TPsolution-ის ერთბლივი პროექტიც იგეგმება, რომელზეც მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. 

ინგლისურენოვანი სტატია იხილეთ ბმულზე - Georgia: a low-tax European country with much to offer investors