მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covtest.ge - სტარტაპი, რომელიც ადამიანებს Covid-19-თან დაკავშირებულ სერვისს სთავაზობს

606b278620f32
ნუცა ბაზლიძე, მარიამ იზორია
07.04.21 10:15
888
Covtest.ge 2020 წლის დეკემბერში დაფუძნებლი ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს Covid-19-თან დაკავშირებულ სერვისს სთავაზობს, კერძოდ, ვებგვერდზე პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ სასურველ ლაბორატორიას და აიღონ PCR ტესტი.

„ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო Covid-ტესტის ჩატარების პროცესის გამარტივება, რათა ადამიანები მუდმივად მოლოდინის რეჟიმში არ ყოფილიყვნენ და ყველა ნაცნობის შეწუხება არ დასჭირვებოდათ, ამიტომ შევქმენით ეს პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ვებგვერდზე შესული მომხმარებელი პირად ინფორმაციას შეიყვანს და მაქსიმუმ ერთ საათში მასთან სახლში ჩვენი პარტნიორი ლაბორანტები გაჩნდებიან, კოვიდტესტზე პასუხს კი პაციენტი 24 საათში მიიღებს. რაც შეეხება მომსახურების სერვისს, მაგალითად, PCR ტესტის საფასური 130 ლარია“, - განაცხადა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში პლატფორმის დამფუძნებელმა ნინული ახვლედიანმა და დასძინა, რომ სერვისზე მოთხოვნა მზარდია.

„ტესტირებაზე მოთხოვნა გაზრდილია როგორც - ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული მიმართულებით. "გვიკავშირდებიან კომპანიები, რომელთა პრიორიტეტია თანამშრომელთა ტესტირება და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ Covtest.ge მოქალაქეებს ისეთ მომსახურებასაც სთავაზობს, როგორიცაა სწრაფი ტესტების აღება ანტისხეულებსა და ანტიგენებზე, ასევე კოვიდინფექციასთან დაკავშირებული და რეკომენდებული ანალიზები, რომელშიც შედის: სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილა, D-დიმერი და კოაგულოგრამა. ამ სერვისის საფასური 126 ლარია.