მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსის 30 107 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

5fdb97288c968
თამთა ჯიჯავაძე
17.12.20 23:50
736
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 17 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 30 107 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 201 368 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 981 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 169 282-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 2 001 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1953-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 31 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 17 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 471 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 247 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 758 პირია.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 780 567 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.