მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე - ინფექციურ საავადმყოფოზე ბრალდებებს ვერ მივიღებ

5e5a39f5b1e32
ინგა მურუსიძე
29.02.20 14:25
2149
ინფექციურ საავადმყოფოზე ბრალდებებს ვერ მივიღებ, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალებს, ასევე ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ კარანტინში მყოფი ადამიანები არც ისე კარგ პირობებში არიან.

გამყრელიძის თქმით, ექიმებს უნდა ვენდოთ, რადგან ვინმეს რამე რომ დაგვჭირდეს, სწორედ ამ ადამიანებთან უნდა მივიდეთ.
მისივე თქმით, ყველა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ექიმებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.

„გასაგებია, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები შესაძლებელია ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ცენტრალური საავადმყოფიო, ქვეყნის ხერხემალი, ინფექციებთან ბრძოლის კუთხით. ის არის ძლიერი დასაყრდენი, რადგან იქ გახლავთ ყველაზე უფრო გამოცდილი სამედიცინო პერსონალი ნებისმიერ ინფექციასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს არ არის მარტივი სიტუაცია, რაც ხდება.

საქართველო არის გლობალური სამყაროს ნაწილი და არც ის არის უჩვეულო, რაც საქართველოში ხდება და მოხდება. ინფექცია არის და კიდეც იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.