მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე - "დაუშვებელია იტალიაში ნამოგზაურები ბავშვებისა და მათი ოჯახების დისკრიმინაცია"

5e58eee3c12e9
ინგა მურუსიძე
28.02.20 14:46
2329
დაუშვებელია იტალიაში ნამოგზაურები ბავშვების და მათი ოჯახების დისკრიმინაცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება გვქონდეს სტიგმატიზებული მიდგომა ადამიანებთან, ვისაც აქვს ისტორია იტალიაში, სინგაპურში, თუ სხვაგან მოგზაურობის.

„სკოლებსა და ბაღებში სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ ვიძლევით. რეკომენდაციას ვიძლევით, რომ გავაინტენსიუროთ საზოგადოებრივი ჰიგიენის ნორმები სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან მიმართებაში და ეს დაუშვებელია“, - განაცხადა ამირან გამრელიძემ.