მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე - "ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან, გვაპატიებს ამას ღმერთი"

5e983d3a898af
ინგა მურუსიძე
16.04.20 15:18
1024
ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან, გვაპატიებს ამას ღმერთი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი დღე ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება.

„მომდევნო 4 დღე ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტია. ეს ყველაფერი შედეგს მოგვცემს მომდევნო 4-5 დღის შემდეგ. მიჭირს ამ მოწოდების გაჟღერება, მაგრამ არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ ქვეყანაში სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები, ჩვენი მღვდელმთავრები. ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი, რადგან მეტი ქართველი გადარჩება, დამერწმუნეთ. გთხოვთ ამას",  - განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.