04.მაისი .2021 10:36

ამირან გამყრელიძე - "სინოფარმით" აცრილები მოგზაურობას უპრობლემოდ შეძლებენ

ამირან გამყრელიძე - "სინოფარმით" აცრილები მოგზაურობას უპრობლემოდ შეძლებენ
views 595
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ „სინოფარმით“ ვაქცინირებული მოქალაქეები მოგზაურობას უპრობლემოდ შეძლებენ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, შეძლებენ თუ არა „სინოფარმით“ აცრილი მოქალაქეები მოგზაურობას იმის მიუხედავად, ჯანმო მისცემს თუ არა ავტორიზაციას აღნიშნულ ვაქცინას.

„დარწმუნებული ვარ, მოგზაურობას შეძლებენ თავისუფლად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ჩინური „სინოფრამით“ ვაქცინაცია დღეს დაიწყო. არაერთი ქვეყანა თავის მოქალაქეებს აღნიშნული ვაქცინით ცრის, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯანმოს ავტორიზაცია არ აქვს.