მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე - "უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება ნებაყოფლობით"

5e329454012b9
ინგა მურუსიძე
30.01.20 13:37
2343
უხანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდება ნებაყოფლობით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ პარტნიორ ქვეყნებთან და მათ მოქალაქეებთან ერთად მოხდეს საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მხოლოდ ნებაყოფლობით.

„ჩინეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი გადის შემოწმებას. მინდა გთხოვოთ, ნუ თესავთ მოსახლეობაში პანიკას, რომ არ ამოწმებენ ვინმეს. ამასთან გეტყვით, რომ ორი დღის წინ გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა უწყებების და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უხანიდან რა თქმა უნდა ნებაყოფლობით. როგორც ვიცით რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი ემზადებიან მოქალაქეების გამოსაყვანად. საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მათთან მოლაპარაკებებს და გადაწყდება ეს საკითხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ მიუხედავად ეპიდემიისა, უხანში თავს დაცულად გრძნობს და იქიდან წამოსვლას არ აპირებს.