24.ოქტომბერი .2020 14:00

ამირან გამყრელიძე - საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი

ამირან გამყრელიძე - საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი
views 669
უკან

საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. „კოვიდსასტუმროებში“ და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა არ გავრცელდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც საქართველოში და შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მთავარია, რომ სიტუაცია მართვადია.

„ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც ჩვენთან. შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამას ყოველდღიურად აღვნიშნავთ, რომ ჩვენ გვექნება ყოველდღიურად მეტი შემთხვევა, მაგრამ მთავარია, სიტუაცია იყოს მართვადი. ჩვენ, ვთქვათ, გრიპის დროს ხომ გვაქვს ბევრი შემთხვევა, მაგრამ სიტუაციას ვმართავთ, დაახლოებით ასე იქნება თანდათანობით კოვიდთან მიმართებაშიც. შემთხვევების ზრდა გვექნება. საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. „კოვიდსასტუმროებში“ და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა არ გავრცელდეს. მთავარი არის, რომ დადგენის შემდეგ, როცა სიმპტომები ვლინდება, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იზოლირება. რადგან ეს არის რესპირაციული ინფექცია, ის სწრაფად ვრცელდება, გადადის ადამიანისგან ადამიანზე. ასევე მინდა მოვუწოდო დიდი სიფრთხილისკენ, ინფიცირება ხდება ჩემი კოლეგების, ექიმების, ექთნების, სამედიცინო პერსონალის, ეს ასეც არის და ასეც იქნება სამწუხაროდ, რადგან ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ, ექიმები ამ ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ სასურველია მეტი სიფრთხილე. ინფიცირებულთა ძალიან პატარა ნაწილი ინფიცირდება დღეს საავადმყოფოს და სამედიცინო დაწესებულების პირობებში, ასევე მათი დაინფიცირება ხდება საყოფაცხოვრებო პირობებში, მაგრამ სამედიცინო პირობებში აუცილებელია ინფექციის კონტროლის ყველა ღონისძიების დაცვა, რომ მინიმალურად იყოს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები, რამეთუ, მოგეხსენებათ, სამედიცინო პერსონალის რესურსი ქვეყანაში ამოუწურავი არასოდეს არ არის, არც ერთ ქვეყანაში,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პიკი, დიდი ალბათობით, იქნება ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის უნდა იყოს მზადყოფნა, არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ უშუალოდ მოქალაქეების.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დიახ, შემთხვევების ზრდა გვაქვს და გვექნება, სხვადასხვა მოდელირების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, პიკში დიდი ალბათობით ჩვენ შევალთ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის მზადყოფნა უნდა იყოს. მზადყოფნა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ ასევე მზადყოფნა თვითონ მოსახლეობის. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, 90%-ში ჩვენ შეგვიძლია ეს დაავადება თვითონ ვმართოთ, ექიმის ხშირი სატელეფონო კონსულტაციით. თუ აუცილებელია ექიმის გასინჯვა, რა თქმა უნდა, ამის ყველა საშუალება არის და ამის შესაბამისი პირობები ქვეყანაში არსებობს. მთავარია 5 რეკომენდაციის დაცვა - პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან, ნებისმიერი მიზეზით, დავიმახსოვროთ, რომ 1 წელი, მინიმუმ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, რადგან ყველა ეპიდაფეთქების კერა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს საწყისს იღებს ამ დიდი თავშეყრებისგან და შესაბამისად, ვეცადოთ, დიდწილად ვიყოთ ჰაერზე და ყველა შეკრება, ვთქვათ, 5-6 ადამიანის თუ ასე შემდეგ, გავაკეთოთ გარეთ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა