მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: ექიმების ინფიცირების მაჩვენებელმა მცირედით იკლო

5f9ff8ef5b95f
ინგა მურუსიძე
02.11.20 16:23
623
"საყურადღებოა, რომ მცირედ დაიკლო ჩემი კოლეგების, მედიკოსების ინფიცირების მაჩვენებელმა - ყოველდღიურად 100 და მეტი იყო, დღეს კი 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ახალი შემთხვევებიდან, დაახლოებით, 70% არის სიმპტომებიანი პაციენტები, ვისაც უტარდება PCR კვლევები და მნიშვნელოვანია, მეორე ჯგუფი - ე.წ. კონტაქტირებული ადამიანები. საყურადღებოა ისიც, რომ მცირედ იკლო ჩემი კოლეგების, მედიკოსების ინფიცირების მაჩვენებელმა - ყოველდღიურად 100 და მეტი იყო, დღეს კი 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადა ამირან გამყრელძემ.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა არის და ასეც გაგრძელდება, თუმცა მთავარია, პრევენციული ღონისძიებები, რაც პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხელების დაბანას გულისხმობს.