მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

5e885126aa59e
თელარა გელანტია
04.04.20 13:17
877
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, 23 პაციენტს აქვს პნევმონია, მაგრამ გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ისინი გამოჯანმრთელდებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შეთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა. 1 პაციენტი კი, რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.