მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე აღიარებს, რომ შეზღუდვების დაწესება დაგვიანებულია

5fbe49afaaba8
ინგა მურუსიძე
25.11.20 16:15
734
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღიარებს, რომ შეზღუდვების დაწესება ან/და მათი გამკაცრება საქართველოში ნაწილობრივ დაგვიანებულია.

ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე ამირან გამყრელიძემ უპასუხა: „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. თუმცა NCDC-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესების გადადება არჩევნებს უკავშირდება. ამირან გამყრელიძის თქმით, რომ არ ყოფილიყო არჩევნების მეორე ტური, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესდებოდა და ეფექტი უკვე გვექნებოდა.

„დანის პირზე უნდა ვიაროთ ისე, რომ დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და ამავე დროს ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ადამიანს რომ სახლიდან გამოსვლის უფლება არ მისცე, ასე არ იქნება, თუმცა გაფართოვდება ეს შეზღუდვები, რაც დღეს გვაქვს, მაგალითად 22:00 საათიდან გადაადგილების აკრძალვდა. მიდგომა უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა დღის ბოლომდე იმართება კიდევ კონსულტაციები მათ შორის ბიზნესთან. ექიმები ამ დროს უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანების ყოფა-ცხოვრება და ოქროს შუალედი ვიპოვოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.