მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: ალბათ იყო ჩემი პირადი შეცდომაც...

600db3f9235b9
სალომე მეცხვარიშვილი
24.01.21 21:50
4173
ალბათ იყო ჩემი პირადი შეცდომაც, რომ უფრო მტკიცე პოზიცია არ დავიჭირე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირიექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს. გამყრელიძემ "ტვ პალიტრას" ეთერში გადაცემა "პოლიტ ქალაქში" ისაუბრა.

მისი თქმით, Covid 19-ის შემოდგომაზე გავრცელებას ჰქონდა თავისი მიზეზები, ერთი ის, რომ დროულად არ ჩაიკეტა აჭარა, ამასთან საარჩევნო პროცესმა ხელი შეუწყო პანდემიის გავრცელებას.

"ყველაფერი დაიწყო საკურორტო სეზონით და ჩვენ, ქართველებმა რატომღაც დავიჯერეთ ზაფხულში, რომ ძალიან მაგრები ვართ, შევიქმენით ილუზია...",– აცხადებს ამირან გამყრელიძე.