მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: აპრილი და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე იქნება

5e885859ce645
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 13:47
992
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, აპრილი და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე იქნება.

“ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება, გამოვიყენეთ პრეკრიტიკული, პრეკრიზისული და სხვადასხვა ტერმინოლოგია, ისიც ვთქვი, დაახლოებით, 10 დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში. ასევე, ისიც ვთქვი, რომ საკმაოდ მძიმე იქნება, სამწუხაროდ, ეს თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ვირუსის შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად „გაიწელა“.

„ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შეთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა. 1 პაციენტი კი, რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.