მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდეს

5e58f3d46fe62
ინგა მურუსიძე
28.02.20 15:10
1763
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდეს, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 87 ადამიანი, მათგან საჩხერეში - 31, აბასთუმანში - 21 და ასევე გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, სადაც იმყოფება 35 ადამიანი.

„დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე. დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, მიმდინარეობს კვლევა ლუგარში და არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს, ვინაიდან მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში. 6 ქვეყანაში დაემატა ახალი შემთხვევების რაოდენობა, ესენია - ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი. აქედან გამომდინარე ფრენების მკაცრი აკრძალვა, თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა, რადგან ინფექციას მხოლოდ საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლიაციაზე და თვითიზოლაციაზე. თუ საჭიროა სამკურნალო სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.