მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე ბათუმის კლუბებს და ბარებს მიმართავს

5f4f51fa52fd6
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.20 12:07
1095
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბათუმში მოქმედ კაფე-ბარებსა და კლუბებს მიმართავს და უსაფრთხოების ნომერმების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გთხოვთ და მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი. არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ დაცული და გატარებული უნდა იყოს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება, კერძოდ, ყოველდღიურად კარგი დალაგება მსუბუქი დეზინფექციით და ორ-სამ დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია ამ დაწესებულებების, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქ სანიტარულ ზომებს კარგად იცავენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან, ასევე, კაფე-ბარებში დასაქმებულ ადამიანებს მიმართა და განაცხადა, რომ აუციელებელია, თითოეულმა მათგანმა გაიაროს ტესტირება.

„ამავე დროს, სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც მოვუწოდეთ ბათუმის და ქობულეთის ბულვარზე არსებულ კაფე-ბარებს და მათ თანამშრომლებს, რომ ჩაეტარებინათ ტესტირება, ახლა კიდევ ერთხელ მივმავრთავ, რომ აუცილებელია, მათ ტესტირება გაიარონ და ამისთვის ბათუმში ყველა პირობა არსებობს“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.