მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: ბავშვების ვაქცინაციის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება

609ad7eb4a770
თელარა გელანტია
11.05.21 23:31
1761
NCDC-ის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვების ვაქცინაციის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება. 

ამის შესახებ მან #ForbesHEALTH-ის ფორმატში ერთ-ერთი მოდერატორის, გადაცემა "ანალიტიკის" წამყვან ელენე კვანჭილაშვილის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელის ვარაუდით, ბავშვების აქტიური ვაქცინაცია 2020 წლის ბოლოსკენ ან 2022 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი. 

"მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ თუ ბავშვების აცრა არ მოხდა, პანდემია სრულად ვერ დამარცხდება, რადგან ბავშვები ვირუსის ერთ-ერთი ძირითადი გადამტანები და გამავრცელებლები არიან. მოგეხსენებათ, ბავშვების ვაქცინაცია ჯერ მხოლოდ "ფაიზერით" დაიწყო. იცით, რომ FDA-მ 12-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში "ფაიზერის" გამოყენების წესი დაამტკიცა; მოზარდების ვაქცინაცია დაუშვა კანადამაც.. ალბათ შემდგომ უკვე ბევრი ქვეყანა შეუერთდება ამ რიგს. ჯერჯერობით, სხვა ვაქცინები კლინიკური კვლევის პროცესშია. ბავშვებში ვაქცინების კლინიკური კვლევების მხრივ, ყველაზე წინ იყო "ასტრაზენეკა", მერე ოდნავ შეაჩერა და ახლა ისევ აღადგინა... მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ იქნება წლის ბოლოსკენ, მომავალ წელს. არ მგონია, რომ ბავშვების აქტიური ვაქცინაცია, ფართო მასშტაბით,  უფრო ადრე დაიწყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.