NCDC-ის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვების ვაქცინაციის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება.
ამის შესახებ მან #ForbesHEALTH-ის ფორმატში ერთ-ერთი მოდერატორის, გადაცემა "ანალიტიკის" წამყვან ელენე კვანჭილაშვილის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელის ვარაუდით, ბავშვების აქტიური ვაქცინაცია 2020 წლის ბოლოსკენ ან 2022 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი.
"მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ თუ ბავშვების აცრა არ მოხდა, პანდემია სრულად ვერ დამარცხდება, რადგან ბავშვები ვირუსის ერთ-ერთი ძირითადი გადამტანები და გამავრცელებლები არიან. მოგეხსენებათ, ბავშვების ვაქცინაცია ჯერ მხოლოდ "ფაიზერით" დაიწყო. იცით, რომ FDA-მ 12-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში "ფაიზერის" გამოყენების წესი დაამტკიცა; მოზარდების ვაქცინაცია დაუშვა კანადამაც.. ალბათ შემდგომ უკვე ბევრი ქვეყანა შეუერთდება ამ რიგს. ჯერჯერობით, სხვა ვაქცინები კლინიკური კვლევის პროცესშია. ბავშვებში ვაქცინების კლინიკური კვლევების მხრივ, ყველაზე წინ იყო "ასტრაზენეკა", მერე ოდნავ შეაჩერა და ახლა ისევ აღადგინა... მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ იქნება წლის ბოლოსკენ, მომავალ წელს. არ მგონია, რომ ბავშვების აქტიური ვაქცინაცია, ფართო მასშტაბით, უფრო ადრე დაიწყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ