მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე ბინებსა და covid-სასტუმროებში მყოფ ინფიცირებულებს მიმართავს

5f8d770fd5c10
ინგა მურუსიძე
19.10.20 15:22
3387
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბინებსა და covid-სასტუმროებში მყოფ ინფიცირებულებს მიმართავს და სთხოვს, მუდმივ კავშირზე იყვნენ ოჯახის ექიმებთან, თუნდაც ერთი ზარის განხორციელებით.

„გასაგებია, რომ ცხელი ხაზები არის გადატვირთული, ამიტომ უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. დღეისათვის, დაახლოებით, 3 - 3,5 ათასი ინფიცირებული ადამიანი სახლში იმყოფება ან კოვიდ სასტუმროში; სასურველია, მათ ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდეთ ექიმთან, თუნდაც ერთი ზარით. ამ ადამიანების 85% არის მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტი. მოგეხსენებათ, უსიმპტომოები, რომელთა რაოდენობა, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, არის მსუბუქად გადამდები, მათაც ასევე უნდა ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი ოჯახის ექიმებთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ის რეკომენდაციას აძლევს იმ მოქალაქეებს, რომელთაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.

„ასევე, მინდა ვთქვა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, რომ კონტაქტიდან მეორე დღეს ტესტი არის უარყოფითი. ეს არ არის გარანტია, რომ მესამე, მეხუთე და დანარჩენ დღეებში ვირუსი არ გამოვლინდება, ამიტომ უნდა გადახვიდეთ იზოლაციაში ან 72 საათში ერთხელ უნდა გაიკეთოთ ტესტი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.