მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: ბიზნეს-საქმიანობის შეჩერებაზე რეკომენდაცია არ გაგვიცია

5f5f4dcc52fcf
ინგა მურუსიძე
14.09.20 15:02
974
"არავითარი რეკომენდაცია არ გაგვიცია, რომ ბიზნესები უნდა შეჩერდეს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არავითარი რეკომენდაცია იმისა, რომ ბიზნესები შეჩერდეს, არ არის. ამას არ ვამბობთ. ლაპარაკია იმაზე, რომ ბიზნესებმა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ვიძლევით. დახურულ შენობებში უნდა ვიყოთ პირბადით, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები. არ უნდა გაიმართოს 300-400 კაციანი ქორწილები და ნადიმები - აი, ამაზეა საუბარი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ: დღეს კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.