04.მაისი .2021 09:39

ამირან გამყრელიძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა

ამირან გამყრელიძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა
views 159
უკან

დღეიდან საქართველოში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც სწორედ ამ ვაქცინით აიცრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეა.

მან ვაქცინა დღეს გაიკეთა. გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ: ქვეყანას 100 ათასი დოზა "სინოფარმი“ აქვს. აღსანიშნავია, რომ ჩინურ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ დაუმტკიცებია.

"კვირის ბოლომდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. შესაძლოა, გარკვეულწილად მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება როგორც იყო დაანონსებული, 4 მაისიდან", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ 29 აპრილს.