დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მხრივ ყველაზე საყურადღებო 3 რეგიონია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი აჭარა იყო, თუმცა დღეს ინფექცია ამ რეგიონიდან გავიდა და სხვაგანაც გადაინაცვლა.
„ბოლო ერთ თვეში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში იყო აჭარა, სადაც ინფიცირების მუდმივად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, თუმცა იქ (აჭარაში) თანდათან, სერიოზული სტაბილიზაციის ნიშნებია. დღევანდელი 680 შემთხვევიდან 189 დაფიქსირებულია აჭარაში, რომელიც საერთო ინფიცირების 28%-ს შეადგენს. ერთი თვის განმავლობაში აჭარაზე ინფიცირების შემთხვევების 65%-დან 70%-მდე მოდიოდა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ; ყველაზე საყურადღებო 3 რეგიონია და მათ შორის დედაქალაქი, სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 297 შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ახალი შემთხვევების 44% მოიცვა. ასევე, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია იმერეთში, რაც ძირითადად ქუთაისის ხარჯზეა - 150 შემთხვევა გვქონდა ანუ საერთო ინფიცირების 22%-ია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელმა სხვა რეგიონებში ინფიცირების სტატისტიკაზეც ისაუბრა. „გვაქვს კახეთში 2 შემთხვევა, მცხეთა- მთიანეთში - 9 , სამეგრელო - ზემო სვანეთში -3, სამცხე - ჯავახეთში - 1, ქვემო ქართლში -11 და შიდა ქართლში -12", - აღნიშნა მან.
14 ოქტომბრის covid-სტატისტიკა:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 13521
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 7159
მათ შორის გარდაცვლილი - 109
კარანტინის რეჟიმში - 5590
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?