06.სექტემბერი .2020 14:02

ამირან გამყრელიძე: დაახლოებით, 1-1.5 წელი მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება

views 420
უკან

"თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების განსაკუთრებულ გამკაცრებებზე საუბარი არ იქნება”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, საზოგადოება უნდა შეეგუოს კორონავირუსთან თანაცხოვრებას.

"ჩვენი მთავარი სლოგანია - ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში და არც ხუთ თვეში, დაახლოებით 1 წელი, წელიწანახევარი მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება ისევე, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად, როგორც ვცხოვრობთ დიაბეტთან ერთად, სხვა დაავადებებთან ერთად, ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას?! უნდა გავითავისოთ, რომ ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა, ჯერჯერობით, ვიდრე არ იქნება პირდაპირი მოქმედების ეტიოტროპული წამალი ან ვაქცინა. თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების განსაკუთრებულ გამკაცრებებზე, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა, საუბარი არ იქნება.

როგორც ახლ ვაკეთებთ, გაფართოებული ტესტირებით შეგვიძლია, რომ დროზე გამოვავლინოთ და მოვახდინოთ ამ ადამიანთა იზოლაცია. რაც შეეხება მიკროღონისძიებების გამკაცრებას, რაც გამოვიყენეთ მესტიაში, ყარაჯალაში ბოლნისში და სხვაგან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყოს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 29-ით 1650-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში ვირუსი დაამარცხა 8-მა პაციენტმა, სულ გამოჯანმრთელებულია 1310 პირი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა