06.იანვარი .2020 14:58

ამირან გამყრელიძე: ეპიდემიური ზღვრიდან შორს ვართ

views 375
უკან

ეპიდემიური ზღვრიდან შორს ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, იანვრის პირველი კვირის შემთხვევაში მიმართვიანობამ მოიკლო.

„ჩვენ შორს ვართ ჩვენი ქვეყნისთვის განსაზღვრულ ეპიდემიურ ზღვართან. დეკემბრის ბოლო სამი კვირა ხასიათდებოდა მზარდი ციფრებით მიმართვიანობისა და ახალი შემთხვევებისა გრიპისა და ინფექციებისა ქვეყანაში; იანვრის პირველი კვირის შემთხვევაში მიმართვიანობამ მოიკლო და დღევანდელი ციფრიც ასეთია - 191 100 ათას მოსახლეზე. ეს მაჩვენებელი ნაკლებია როგორც წინა კვირასთან მიმართებაში, ასევე წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში. სიტუაცია მეტი სიმშვიდისკენ მიდის, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3%-ით არის მომატებული, ასევე გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

ის, რასაც ვამბობდით, რომ წინა წელთან შედარებით გრიპის ვირუსზე ვითარება შედარებით მშვიდია, ახლაც ძალაში რჩება. რაც შეეხება პრევენციას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. წელს ჩვენ ბევრად მეტი ადამიანი ავცერით ქვეყანაში, დაახლოებით, 2.5-ჯერ მეტ ადამიანს ჩაუტარდა აცრა, ვიდრე შარშან. ჩვენთან ვაქცინაციის კულტურა ბოლო წლის განმავლობაში გაიზარდა. წელს სახელმწიფომ იყიდა 100 000 დოზა ვაქცინის და უკვე გამოყენებულია 95 370. კერძო სექტორმა აცრა, დაახლოებით, 30 ათასი ადამიანი. წელს ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდა გრიპის სეზონს და რაც მთავარია, ქვეყანაში ვაქცინაციის მოთხოვნა გაიზარდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა