14.ოქტომბერი .2020 12:38

ამირან გამყრელიძე: გაზაფხულამდე covid-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს

ამირან გამყრელიძე: გაზაფხულამდე covid-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს
views 1871
უკან

"covid 19 კიდევ უფრო მკვლელია, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან დაწესებული რეგულაციები და ატარონ პირბადე.

„მოვუწოდებთ საზოგადოებას - ატარეთ პირბადე. გთხოვთ, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან, 1 წელი არ გადავიხადოთ დიდი ქორწილები, დიდი ჭირის სუფრები და დღეობები - ამის დრო ისევ მოვა. ის მოარული აზრი, რომ კორონა არ არსებობს, მოგონილია და გრიპის ვირუსივითაა - დაივიწყეთ.

covid-19 სერიოზული დაავადებაა, რომელმაც უკვე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, პროგნოზია, რომ გაზაფხულამდე კიდევ მილიონს იმსხვერპლებს. ეს ვირუსი არის კიდევ უფრო მკვლელი, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია ან ჰეპატიტი. კორონა გადაასწრებს მათ. ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე და გთხოვთ გაიკეთეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14 ოქტომბრის covid-სტატისტიკა: 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 13521
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 7159
მათ შორის გარდაცვლილი - 109
კარანტინის რეჟიმში - 5590
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.