28.სექტემბერი .2020 12:27

ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის

views 111
უკან

"ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჯანდაცვის სისტემამ აჭარაში სერიოზული გამოცდილება მიიღო.  პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჩაერთო პროცესში და ეს უკვე ხორციელდება დიდ ქალაქებშიც.

ინფიცირების ზრდა გვექნება სხვა რეგიონებშიც, ისევე როგორც აჭარაში, მაგრამ მთავარია, თავიდან ავირიდოთ ფართომასშტაბიანი ზრდა, როგორიც აჭარაში გვქონდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.