27.აგვისტო .2020 10:10

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი დიდი ალბათობით სეზონურ ვირუსად იქცევა

views 7790
უკან


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ „ახალი კორონავირუსი დიდი ალბათობით სეზონურ ვირუსად იქცევა, ცოტა უფრო მძიმე ვირუსად, ვიდრე გრიპია”.

ამის შესახებ მან NationalGeographic.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ პანდემიების ეპოქაში ვცხოვრობთ, თანაცხოვრება გვიწევს სხვადასხვა დაავადებასთან. მეცნიერება, ალბათ, შეძლებს კორონავირუსის თანდათანობით დასუსტებას ან შექმნის ვაქცინას და ეს მსოფლიო მეცნიერების მიღწევა იქნება.

მეორე მხრივ, კორონავირუსთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ – ეს გარდაუვალია, რადგან ის ხვალ და ზეგ არ გაქრება. მაგალითად, ესპანური გრიპი ორი წლის შემდეგ გაქრა, როდესაც მთელი მსოფლიო მოიარა და იმუნური ფენა შეიქმნა.

ახალი კორონავირუსი დიდი ალბათობით სეზონურ ვირუსად იქცევა, ცოტა უფრო მძიმე ვირუსად, ვიდრე გრიპია. ორი თეორიაა – ადამიანები ან სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში დაავადდებიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შეიქმნება მისი საწინააღმდეგო წამალი“, - აცხადებს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ იმუნიზაციის საშუალება გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში გვექნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა