07.მარტი .2020 12:08

ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ბოლო სტატისტიკაზე საუბრობს

views 505
უკან

30 იანვრიდან მოყოლებული ჩვენთან კორონავირუსის 319 შესაძლო შემთხვევა იყო, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დილის მონაცმებით, ლაბორატირიულად დადასტურებულია სულ 12 შემთხვევა.

„გუშინ ლუგარში იყო 39 შემთხვევა გამოკვლეული. აქედან სამ შემთხვევაში გახლდათ დადებითი. უმრავლესობა ამ 12 შემთხვევისა დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტთან და ორი არის დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან. მიმდინარეობს ინტესიურად კონტაქტების კვლევა, სულ ამ იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით 76 ადამიანია შესწავლილი და ასევე 50-ის შესწავლა მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსული ინფექცია "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დირექტორს ნიკა გამყრელიძესაც დაუდასტურდა.