მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: მობილიზაციის მოწოდებას პენსიაზე მყოფი ბევრი ექიმი გამოეხმაურა

5fa929c94860e
ინგა მურუსიძე
09.11.20 15:51
674
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მობილიზაციის მოწოდებას პენსიაზე მყოფი ბევრი ექიმი გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 2000-მდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმების მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც იცით, სამედიცინო პერსონალის მობილიზაციაა გამოცხადებული, ძალიან ბევრი პენსიაზე მყოფი ექიმი გამოეხმაურა მოწოდებას; პროცესში აქტიურადაა ჩართული მეხუთე, მეექვსე კურსის სტუდენტები. ისინი თანაშემწეებად ან ექთნებად მუშაობენ. ინფიცირებულ ექიმთა რიცხვი არც ისე ცოტაა, დაახლოებით, 2000-მდე. მართალია, ისინი 2 კვირაში ჯანმრთელდებიან და სამუშაო გარემოს უბრუნდებიან, თუმცა მათი დაინფიცირება ძალიან ცუდია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.