მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: მომდევნო 2 კვირა ტესტირებების რიცხვი გაიზრდება

5fbceafbe3824
ინგა მურუსიძე
24.11.20 18:05
757

NCDC-ის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში covid-ტესტირებები გაიზრდება. როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში იხსნება რამდენიმე კერძო ლაბორატორია და უკვე დაემატა ახალი აპარატი, რომელიც სწორედ PCR-ტესტირებებს ჩაატარებს.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში, საშუალოდ, დღიური ტესტირებების რაოდენობა თითქმის 10 ათასია, თუმცა შესაძლებელია, რომ მაჩვენებელი 12 ათასამდე ავიდეს.  „უკვე ორ კვირაზე მეტია, საკმაოდ აქტიურ გამოყენებაშია ანტიგენის ტესტები და ამის დიდი პრომოცია მიდინარეობს. დაახლოებით, 2000-დან 3000-მდე ანტიგენის ტესტს ვატარებთ დღეში. საშუალოდ, თვიურად გვაქვს 9,800-მდე PCR ტესტი, თუმცა იყო დღეები როცა 12-13 ათასამდე ტესტი ჩავატარეთ და იყო ისეთი დღეებიც, როცა გვქონდა 5-6 ათასი. "ოქროს სტანდარტად" კვლავ PCR რჩება, ტესტირების გაფართოება კვლავ ჩვენს გეგმად რჩება პანდემიასთან ბრძოლაში. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ალბათ გაორმაგდება და 6-7 ათასამდე ავა ანტიგენის ტესტირებები. ერთი დიდი აპარატი დაემატა ქვეყანას, რომლის საშაუალებითაც შეგვიძლია 1500 ტესტი დავამატოთ. კიდევ რამდენიმე კერძო ლაბორატორია იხსნება ქვეყანაში და PCR ტესტები ქვეყანას დღიურად დაემატება”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.