მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე-მოქალაქეებს: „არსებობს მხოლოდ ერთი იარაღი - პირბადე“

5f69eae7d4f4d
ინგა მურუსიძე
22.09.20 16:28
829
"პირბადის ტარების კულტურა უნდა გავაძლიეროთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ის ამბობს, რომ პირბადის გამოყენების შემთხვევაში ვირუსის გადადების რისკი 1%-ზე დაბალია.

„ჯერჯერობით, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს წამალი და არ ვიცით, როდის იქნება ან - ერთი ან - მეორე. არსებობს მხოლოდ ერთი იარაღი - პირბადე.  ქვეყანაში პირბადის კულტურა მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ. უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ როცა ორ ადამიანს უკეთია პირბადე და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი 1%-ზე დაბალია. ეს არის კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღი. პირბადე, დისტანცია და შენობის ხშირი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით - თუ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ, დაავადებას შევაკავებთ. ზრდა გვაქვს, მაგრამ პროცესი მართვადია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: დღეს კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა 3 პაციენტი იმსხვერპლა.