03.მარტი .2020 17:44

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნაღდი ფული არ გამოიყენონ

views 10505
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. ქეშით ფული არ გამოიყენონ.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, დაავადების გადატანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის ფული.

„დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ ფული. ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად. უნდა შევეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ სადაც აუცილებელია ქეში, სასურველია ქეშის ხმარების დროს დავიმუშაოთ ხელები. მივმართავ ბანკებს, რომ მათ არ უჭირთ და აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამშავებელი სადეზინფექციო სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ხელის დამუშავების. ეს აუცილებელია ბანკის თანამშრომლებისთვის და მათთვის, ვინც ქეშით იღებს თანხებს. თავშეყრაახოლმე, როცა პენსიების გაცემა ხდება, ამიტომ ვთხოვ ბანკებს, რომ იქნებ გაცემა მოხდეს ვირტუალურად, ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ შეუქმნან პენსიონერებს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ჰიგიენური წესები დაიცვან. ავარიდოთ თავი დიდ თავშეყრას და დიდ რიგებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჩინეთი ახლა ამ მეთოდს იყენებს და ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.