13.მაისი .2021 16:06

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის
views 9285
უკან

გუშინ 20:00 საათზე იმუნიზაციის პორტალზე ვაქცინაციის მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დაიწყო. ვებპორტალზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

"გუშინ საღამოს იმუნიზაციის პორტალზე სერიოზული ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც ბოდიშს ვუხდი საქართველოს მოსახლეობას. ბოდიში იმ სირთულეების გამო, რომელიც შეგექმნათ ვაქცინაციაზე დარეგისტრირების დროს.

ტექნიკური სამუშაოები დილის 04:00 საათისთვის ნაწილობრივ გამოსწორდა, თუმცა ახლაც გარკვეული ხარვეზი არის და კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. ჩვენი IT სამსახური ინტენსიურად მუშაობს, რომ ხარვეზი გამოსწორდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობა კუთვნილ მეორე დოზას აუცილებლად მიიღებს, რადგან მათთვის დოზები დარეზერვებულია.
შეგახსენებთ: საქართველოში ვაქცინაცია სამი ვაქცინით მიმდინარეობს. ესენია : "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და "სინოფარმი".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა