12.სექტემბერი .2020 20:43

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

views 1191
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მიმართავს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცლების ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს ინფექციის შეკავება, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ დაიცვას ის რეკომენდაციები, რაც დადგენილია ქვეყანაში.


„პროგნოზირებადი იყო, რომ შიდა ტურიზმის და ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე იქნებოდა ზრდა. პროგნოზირებადი იყო, რომ ერთ-ერთი წყარო იქნებოდა შავიზღვისპირეთი, რადგან იქ იყო ადამიანების კონცენტრირება და არ ხდებოდა რეკომენდაციის დაცვა. ყველაფერმა ამან მოგვიტანა ის, რომ გვაქვს ქვეყანაში შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ ეს ზრდა არის მართვადი და კონტროლს ექვემდებარება. დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ მოხდეს ვირუსის შეკავება. შეკავება არ მოხდება ისე, რაც გამოვიყენეთ გაზაფხულზე: იზოლირებით და ჩაკეტვით. სლოგანი ახლა არის, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას.

ჩვენ მოგვიწევს მინიმუმ ერთი წელიწადი თანაცხოვრება კოვიდთან. ვისაც მინიმალური სიმპტომები აღმოაჩნდება, უნდა გადავიდეს თვითოზოლაციაში, ჩაიტაროს ტესტი და დარეკოს 112-ში.

საჭიროა ყველა კოვიდ-დადებითმა ადამიანმა სწრაფად წარმოადგინოს კონტაქტები, რათა მოხდეს მისი გამოკვლევა და პრევენცია გავაკეთოთ გავრცელების.

მოსახლეობის დამყოლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება“-აცხადებს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა