მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე პრეზიდენტს მადლობას უხდის

6183aaf1e1273
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.21 21:00
578
ქალბატონ პრეზიდენტს ოფიციალურად დიდი მადლობა გადავუხადე იმ განცხადებისთვის, რაც მან გუშინ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაციის გუშინდელი განცხადება რიგ საკითხებში მის მოსაზრებას ემთხვევა, თუმცა აცრების მანდატორიზაცია მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის.

„ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად გამიჟღერებია. ზოგიერთ ჯგუფებში სავალდებულოობის მომხრე ვარ, მათ შორის ჩემს კოლეგებსა და მასწავლებლებში, თუმცა სავალდებულოობის პრინციპი მარტივად გადასაწყვეტი არ არის და ის დაკავშირებულია ბევრ საკითხთან ადამიანების უფლებებთან, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობის ინტენსივობასთან, მოსახლეობის განწყობებთან, ამიტომ „მწვანე პასპორტი“ არაფერია თუ არა ირიბი მანდატორიზმი და დარწმუნებული ვარ „მწვანე პასპორტის“ რიგი პოსტულატები ქვეყანაში ძალაში მალე შევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ რისკ-ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა.